საქართველო სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებს

ეს პერსონა

უახლოეს ორ დღეში "საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“  ხელი მოეწერება და იგი ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება. აღნიშნული დოკუმენტის გამოფრმების მიზნით 20-21 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top