ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

ეს პერსონა

20-21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავიტ ზალკალიანი გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა, სადაც ხელი მოეწერება „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

დოკუმენტი თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს საგარეო საქმეთა მინისტრი,  ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი, დომინიკ რააბი. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან გაფორმებული ეს შეთანხმება, გახლავთ რეგიონში პირველი შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ აამოქმედებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top