ბარსელონაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 600-მდე ადამიანი დაშავდა

ეს პერსონა

ბარსელონის ქუჩები პროტესტმა მოიცვა. აქციების დაწყებიდან დღემდე პოლიციასთან შეტაკების დროს 600-მდე ადამიანი დაშავდა. 

ბარსელონას მერის ადა კოლაუს ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებული პოლიციელის და დემონსტარნტების მდგომარეობა რთულია.

მადრიდს მოლაპარაკებების თხოვნით კატალონიის პრეზიდენტმა კიმ ტორამ  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ მიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მის წინადადებას უარით უპასუხა. 

საპროტესტო აქციები ესპანეთში 14 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მოუსაჯა.და კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა,  18 ოქტომბერს პუჩდემონი ბელგიის ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top