ოცი წლის ნიკა, ხადას ხეობაში დაბრუნებისთვის ემზადება. სოფელ წკერეში წლების წინ დამწვარი სახლის აღდგენას საკუთარი ხელებით ცდილობს. ხეობაში მუდმივად მხოლოდ ოცი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მთაზე შეყვარებულ ნიკას ეს არ აფერხებს. ის თბილისში სწავლობს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოფელში ცხოვრებას აპირებს.