ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს

ეს პერსონა

სააგენტო BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიუსელში წერილი გააგზავნა, რომლის მიხედვითაც ბრექსიტის გადავადებას ითხოვდა, თუმცა წერილზე მისი ხელმოწერა არ ფიგურირებდა. წერილში აღნიშნული ინფორმაციით, ბრექსიტს შეცდომად მიიჩნებდა და მის გადავადებას ითხოვდა. მეორე წერილის მიხედვით კი, პრემიერი იმედოვნებდა, რომ  31 ოქტომბრისთვის დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.  

გაუგებრობის გასაბათილებლად, ევროკავშირში დიდი ბრიანეთის წარმომადგენელმა მცირე განმარტება გააკეთა, რის მიხედვითაც იუწყებოდა, რომ პირველი წერილი სუფთა ფორმალობაა და მასში ნათქვამი მოსაზრება არა ბორის ჯონსონის, არამედ პარლამენტარების მოსაზრება იყო მოყვანილი, ამიტომაც არ იყო მისი ხელმოწერა. ხოლო, მეორე წერილი მისი პოზიციას გამოხატავდა.

დონალდ ტუსკმა დაადასტურა წერილის მიღება გადავადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კონსულტაციებს გაივლის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების ლიდერებთან და დაასახელებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღს.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top