ქეთევან ციხელაშვილი: ვაპირებთ საზოგადოებების შერიგებას, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზით არიან გაყოფილი   

ეს პერსონა

 პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ. ციხელაშვილის თქმით დღეს პარლამენტს კომპლექსური სამშვიდობო პროგრამის მიღწევებს წარუდგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ატოცში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

 "ჩვენი ქვეყანა არ არის სტანდარტულ ვითარებაში,  ნორმალურ ვითარებაში, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ  მუდმივი პროვოკაციის ფონზე, როგორიც მაგალითად ბოლო ეპიზოდი იყო ატოცში"- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სამშვიდობო გეგმის ეფექტური და შეთანხმებული მუშაობა რადგან სახელმწიფო არ აპირებს შეეგუოს ოკუპაციას.

 "არავინ საქართველოში არ აპირებს ოკუპაციასთან შერიგებას, მაგრამ ნამდვილად ვაპირებთ საზოგადოებების შერიგებას, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზით არიან გაყოფილი", - განაცხადა მინისტრმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top