რამზან კადიროვი: სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი  

ეს პერსონა

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, რუსეთის პირველ არხზე, გადაცემა "დიდი თამაშის" ეთერში განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა მზად არის მოიგერიოს "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები, რომლებიც სირიიდან ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე დაბრუნებას გადაწყვეტენ. მისივე თქმით, ჩეჩნეთი მზად არის უზრუნველყოს რეგიონში უსაფრთხოების დაცვა, რისთვისაც უკვე მოამზადეს სპეციალური დანაყოფები.

 ”ჩვენ მოხარული ვიქნებით მათი (ტერორისტების) მიღებით. იქნება ეს თეატრალური ბილეთები თუ სასაფლაოზე ადგილი, ჯერჯერობით უცნობია” - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის მეთაურმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსულ ჯარებს შეუძლიათ სირიაში "წესრიგის აღდგენა".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top