აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი ადგილი უკავია

ეს პერსონა

 საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი ადგილი უკავია, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, საქართველოს ბიზნესგარემოს შეფასებისას განაცხადა. 

შიქსინ ჩენის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბიზნესრეიტინგის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნესის კეთების რეიტინგში ამ ქვეყანას ძალიან მაღალი, მეექვსე ადგილი უკავია. საქართველომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. ეს გახლავთ ის მიმართულება, რომელიც შემდგომშიც შეგვიძლია განვავითაროთ“, - განაცხადა ჩენმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top