Facebook-სადმი უნდობლობა იზრდება

ეს პერსონა

Facebook-ს სულ უფრო მეტად არ ენდობიან. ათობით შტატი შეუერთდა ნიუ-იორკის ფართომასშტაბიან გამოძიებას იმის შესახებ, რომ კომპანიის საქმიანობა სპობს კონკურენციას ან აყენებს მომხმარებლებს რისკის ქვეშ. ამის შესახებ Bloomberg წერს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო Facebook-ით ივლისის დასაწყისში დაინტერესდა, როცა გამოაცხადა უმსხვილესი ტექნოლოგიური პლატფორმების მონიტორინგი. Amazon-ს, Apple-ს, Facebook-სა და Google-ს მზარდ საბაზრო    დომინირებაში, კონკურენციის მოსპობასა და მომხმარებელთა მონაცემების უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top