ალიევი და ფაშინიანი ისევ ვერ შეთანხმდნენ და ეს მთიან ყარაბაღს არ ეხება

ეს პერსონა

ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა გარეგინ ნჟდეს პერსონაზე იკამათეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დსთ-ის სამიტის დროს ნჟდეს ფაშისტი ჯალათი უწოდა, რომლის ჰეროიზება დაუშვებელია. მისივე თქმით, ნჟდე მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა, ხოლო მოგვიანებით ის საბჭოთა ხელისაუფლებამ დააკავა და ჩასვა ვლადიმერსკის ციხეში. სომხეთის პრემიერმა არ დააყოვნა და საპასუხოდ ალიევი ისტორიის დამახინჯებასა და სომეხი ერის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
„ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ჰიტლერს ამ ომში მეორეხარისხოვანი როლი ერგო და ნაცისტური მოძრაობის ლიდერი იყო გარეგინე ნჟდე. სიმართლე კი ისაა, რომ გარეგინ ნჟდე თურქული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა, თურქების მიერ ორგანიზებული სომეხთა გენოციდის წინააღმდეგ იბრძოდა“, - დასძინა ფაშინიანმა და დაამატა, რომ ნჟდესი არ იყო, ბევრმა გამორჩეულმა პირმა საბჭოთა რეპრესიების გამო სიცოცხლე ციხეში დაასრულა.
იმის გამო, რომ ალიევი სომხების ღირსებას მტკივნეულად შეეხო, ფაშინიანს მისმა ყველაზე მწვავე ოპონენტებმაც კი დაუჭირეს მხარი, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მეთაურმა არმენ აშოტიანმა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top