„ვაუ, იმუშავა!“ - ილონ მასკის პირველი ტვიტი SpaceX-ის გლობალური ინტერნეტის პროგრამიდან

ეს პერსონა

შესაძლოა, მომავლის ჩქაროსნული ინტერნეტის არსებობას SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს ვუმადლოდეთ.
„ამ ტვიტს ვაგზავნი Starlink -ის სატელიტის მეშვეობით“, -  სწორედ ასე გამოეხმაურა მასკი იმ ფაქტს, რომ მან პირველი ტვიტი ატვირთა გლობალური ინტერნეტის სატელიტური ქსელიდან სახელად Starlink, რომელსაც მისი კომპანია ავითარებს.
Starlink გლობალური ინტერნეტის პროგრამაა, რომლის ფარგლებში SpaceX აპირებს 42 000 მცირე ზომის სატელიტების გაგზავნას დედამიწის ორბიტის ირგვლივ. ამ პროგრამის მიზანია მაღალჩქაროსნული ინტერნეტის მიწოდება მთელ მსოფლიოში. უკვე 2020 წლისთვის Starlink-ის ინტერნეტის ამუშავება აშშ-ის სამხრეთში იგეგმება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top