"საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა" - ნურიელ რუბინი

ეს პერსონა

უცხოური დელეგაციები თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმს" სტუმრობენ. გამომსვლელები ქვეყანებში არსებულ რეფორმებზე, სამომავლო პერსპექტივებზე და საკითხების ანალიზზე ამახვილებენ ყურადღებას.

"საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა"- ამის შესახებ  გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

„საქართველომ, სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად გააცნობიერა დამოუკიდებელი, ინფლაციაზე ფოკუსირებული ცენტრალური ბანკის მნიშვნელობა. საქართველოში არის ინფლაციის თარგეთირების და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმები, როდესაც სახეზე არის საგარეო შოკი, სწორედ კურსით ხდება შოკის ნაწილობრივი აბსორბირება. საქართველოს ჰქონდა მაღალი საგარეო დეფიციტი, მაგრამ ეს დეფიციტი მცირდება და მისი დაფინანსება ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხდება. “, - განაცხადა ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ.

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი თბილისში უკვე მესამედ ტარდება, წელს მას 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top