"ოპოზიციას, ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება" - თამარ ჩუგოშვილი

ეს პერსონა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი გიორგი კანდელაკის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მომავალში იმისთვის უნდა იმუშაოს, რათა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომელიც აშშ-ს პალატამ მიიღო, ოკუპანტისთვის რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს.

"ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად და გვეუბნება ჩვენ, ვინც წლებია ყველაფერი გავაკეთეთ ამ დოკუმენტის გასატანად.

ოპოზიციას, ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება და მუდმივად იმაზე არ ფიქრობდეს ჩრდილი როგორ მიაყენოს ყველა შედეგს", - წერს ჩუგოშვილი. 

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top