დავით ზალკალიანი: ამ დოკუმენტის მიღება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს აშშ-ს საკანონმდებლო შტოს ორპარტიული მხარდაჭერა

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მოწინავე პოზიციები უკავია.

 "ეს მართლაც ყოვლისმომცველი აქტია და ის საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ტოლფასია. ზუსტად ასეთი სახის პარტნიორობა გვსურს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, და ეს დოკუმენტიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.                                                                                                                                              

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა.
საკანონმდებლო აქტის, პროექტი აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემდეგ კანონის ძალას შეიძენს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top