სელენა გომესის ახალი სიმღერა ჯასტინ ბიბერს ეძღვნება

ეს პერსონა

ახალგაზრდა პოპ-შემსრულებელმა სელენა გომესმა რამდენიმე საათის წინ ახალი ვიდეორგოლი სიმღერაზე Lose You to Love Me გამოუშვა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება უკვე მოყვა. ახალი სინგლი მომღერლის ყოფილ მეგობარ ბიჭს ჯასტინ ბიბერს ეძღვნება.

სელენას გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ სიმღერის ტექსტით, ის ბიბერს დაემშვიდობა. „შენ მსოფლიოს დაპირდი და მეც დაგიჯერე, მე ყველაზე წინ დაგაყენე და მოგწონდა ეს, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფრით ისარგებლე, საჭირო იყო შენი დაკარგვა, რომ საკუთარი თავი მეპოვნა“,- ნათქვამია სიმღერაში.

ჯასტინ ბიბერმა ცოტა ხნის წინ მოდელ ჰეილი ბოლდუინზე იქორწინა და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა.

ბიბერი და გომესი ერთად ოფიციალურად 2011-2018 წლებში იყვნენ. წყვილი ამ ურთიერთობის განმავლობაში ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top