სინგაპურში მფრინავი ტაქსი გამოჩნდა

ეს პერსონა

  სინგაპურში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს. საფრენმა აპარატმა გამოცდა წარმატებით გაიარა და ქალაქის დასახლებულ უბანში აფრენა და ჰაერში 2 წუთის განმავლობაში გადაადგილება შეძლო.
   აპარატი დრონის მსგავსად ბატარეებზე მუშაობს, რის გამოც ის გარემოს არ აბინძურებს. მწარმოებლების თქმით, "მფრინავი ტაქსების" ხილვა მომავალი წლიდან დუბაიში, სინგაპურსა და გერმანიის რამდენიმე ქალაქში იქნება შესაძლებელი და ის არ იქნება მხოლოდ მდიდრებისთვის ხელმოსაწვდომი. მისი გამოყენება ნებისმიერს შეეძლება და 1 კილომეტრზე გადაადგილების საფასური 6 აშშ დოლარი იქნება. საფრენი აპარატის პირველი ოფიციალური წარდგენა წელს ბერლინის ტექნოლოგიურ ფესტივალზე მოხდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top