საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა და მას მაღალი შეაფასება მისცა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონია ღირშესანიშნავი მოვლენაა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ცერემონიაში მონაწილეობით საქართველოს გამოეხატა საკუთარი პატივისცემა ამ უძველსი ქვეყნისთვის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარტნიორობის განვითარებისათვის.

"იაპონიში მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს და ჩემი ვიზიტის მიზანი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან მაქსიმალური კონტაქტების დამყარება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრამვების ხელშეწყობა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა. " - განაცხადა ზურაბიშვილმა 

პრეზიდენტმა იაპონიაში პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები გამართა: ტოკიოს მერთნ იურიკო კოიკესსთან, პრემიერ მინისტრთან, შინძო აბესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, იოშირო მორისთან, როგორც 2020-ს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან და იაპონიის პარლამენტის  მრჩეველთა პალატის პრეზიდენტთან, აკიკო სანტოსთან.

პრეზიდენტის განცხადებით, იაპონია საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა და იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად, კულტურული და სპორტული მიმართულებით, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

ზურაბიშვილის თქმით, იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობა უკვე მაღალია, თუმცა საჭიროა, იაპონური კომპანიების დაინტერესება ქართული ღვინის იმპორტის გაზრდისა და გააქტიურების თვალსაზრისით, რათა მას უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინოს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ქართული კულტურის, სპორტისა და საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. 

პრეზიდენტის შეფასებით, მისი ვიზიტის მნიშვნელოვან მიმართულებას, სწორედ, სპორტის სფეროში ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენდა და ამ კუთხით საგულისხმო იყო 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფთან და  ტოჩინოშინთან შეხვედრები.

მისი თქმით, ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი ძალიან წარმატებული და დასაფასებელი სპორტსმენია და  საქართველოსა და იაპონიის შორის
დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს.

პრეზიდენტი მნიშვნელოვნად აფასებს კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გამართულ შეხვედრებს იმ ჯგუფებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ იაპონიაში გამოფენების, კონცერტებისა და ღონისძიებების მოწყობას. 

,,შევთავაზეთ, რომ იაპონიაში ქართული ოპერა, უფრო მეტად იყოს წარმოდგენილილი ქართული მუსიკა, მოეწყოს ქართული გამოფენები უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი დიდი იმედი მაქვს, როიაპონური მხარე დაინტერესდება და ამ კუთხით იმუშავებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მედიაჰოლდინგთან ,,ფუჯი“ შეხვედრებზე, პრეზიდენტის განცხადებით, განიხილებოდა საქართველოში ფილმებისა და სერიალების გადაღების შესაძლებლობები. იაპონელები დაინტერესდნენ ამ მიმართულებით და უახლოეს მომავალში, იაპონელ სპეციალისტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top