აშშ ითხოვს პასუხისმგებელი პირებისგან სრული ინფორმაციის მიწოდებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგი ოთხოზორიისა და დავით ბაშარულის სიკვდილის შესახებ. აღნიშნული საკითხი ამერიკულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდზე დააყენა, რომელიც გაიმართა 8 და 9 ოქტომბერს. ისინი ითხოვენ, რომ დისკუსიის ყველა მხარემ დაეხმაროს ეუთოში აშშ-ის მისიას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამოძიებაში „გარემოებების მიუხედავად“.
გარდა ამისა, აშშ მხარს უჭერს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ უსწრაფესი და სრული ინფორმაციის მიწოდებას.
ამერიკულმა მხარემ მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაციისა და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს, ემსჯელათ იძულებით გადაადგილებულთა პირების საკითხზე და შეხვედრა დატოვეს.
США призывают ответственных лиц предоставить полную информацию об обстоятельствах смерти Арчила Татунашвили, Гиги Отхозории и Давида Башарули. Всем участникам необходимо помочь в расследовании судьбы пропавших без вести лиц независимо от обстоятельств. https://t.co/wLPzfr32hQ pic.twitter.com/LDNFG2UZVl
— U.S. Mission to OSCE (@usosce) October 24, 2019