რუსეთში სისხლიანი გარჩევის ორგანიზების ბრალდებით ქართველი მამაკაცი დააკავეს

ეს პერსონა

დონის როსტოვის ლენინის რაიონულმა სასამართლომ წარმოშობით ქართველი ვასილი დაკიშვილი დააკავა. ის ბრალდებულია ჩერნოზუბოვკას ხუტორში მომხდარი ურთიერთსროლის საქმეზე, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკიშვილი 21 დეკემბრამდე იქნება გისოსებს მიღმა.
გამოძიების ვერსიით, სისხლიანი გარჩევა სწორედ დაკიშვილის ორგანიზებულია.
„გაქცევასა და ვინმეს მუქარას არ ვაპირებ. სახლში ბავშვები, სამსახური მაქვს, დამალვა არც მჭირდება“, - განაცხადა დაკიშვილმა.
სისხლიანი დაპირისპირება ჩერნოზუბოვკას ხუტორში 22 ოქტომბერს მოხდა, რის მიზეზადაც საძოვრების გამო დაწყებული კონფლიქტი დასახელდა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top