ვენეციაში ტურისტი სავალუტო ჯიხურს იმის გამო დაესხა თავს, რომ დოლარის გაცვლითი კურსი არ მოეწონა

ეს პერსონა

ვენეციაში ტურისტი სავალუტო ჯიხურს თავს დაესხა. 46 წლის კაცი გაბრაზდა, რომ მას ფული არასასურველი კურსით დაუხურდავეს.
ტურისტმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს 100 დოლარი გაუწოდა, თუმცა ვერ მოიხიბლა მიღებული თანხით, რის გამოც მოითხოვა შესრულებული ოპერაციის გაუქმება, რაზეც უარი მიიღო.
პროტესტის ნიშნად ტურისტი ჯიხურის თანამშრომელს ნახევარი საათის განმავლობაში იქიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.
ფულის დაბრუნების მცდელობა 46 წლის მამაკაცისთვის პატიმრობით დასრულდა.  მას   ბრალი ადამიანის გატაცების მცდელობისთვის წარუდგინეს.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top