Eurasianet: გლობალური ტურიზმი დაუმორჩიბელელ სვანეთს იპყრობს

ეს პერსონა

„გლობალური ტურიზმი დაუმორჩიბელელ სვანეთს იპყრობს“ - სტატიას ამ სათაურით Eurasianet აქვეყნებს.

სვანეთი მოდურ ტურისტულ წერტილად ყალიბდება. შუასაუკონოვან კოშკებს ცნობისმოყვარე ტურისტები იპყრობენ ამერიკიდან, თუ ჩინეთიდან. სტატიაში წერია, რომ სვანეთისადმი გაზრდილი ინტერესი რეგიონის ყოველდღიურობაზეც აისახება.

სტატიის ავტორი სვანეთზე წერისას ხაფთანების ოჯახს ესტუმრა, რომლის დიასახლისმა, მასწავლებელმა ლალი ხაფთანმა წუხილი გამოთქვა, რომ ადგილობრივებისთვის ჩვეული სტუმართმოყვარეობა ინდუსტრიად იქცა.
„ადრე ვამბობდით, როგორ ხარ? მისალმებისას, ახლა კი ამბობენ „რამდენი?“, ანუ, რამდენი კლიენტი გყავდა დღეს“, - ამბობს ადგილობრივი ინტერვიუში.

ტურიზმის უარყოფით მხარეებზე საუბრისას ხაფთანმა აღნიშნა, რომ ეს ცუდ გავლენას ახდენს სვანური ენის შენარჩუნებაზე.
„სვანების ენა ქრება. რაც მეტი ადამიანი მოდის სვანეთში, მით უფრო ნაკლებად იყენებენ მას სვანები. ქართული და ინგლისური ის ენები, რაც ახლა ყველას სურს“, - თქვა ხაფთანმა.

თუმცა ტურიზმს ადგილობრივებისთვის ბევრი კარგიც მოაქვს - ოდესღაც რეგიონიდან წასული სვანები უკან ბრუნდებიან.
„გული მითბება, როცა ვხედავ, რომ ხალხი უკან ბრუნდება და ამას  ტურიზმს უნდა ვუმადლოდეთ“, - ამბობს ადგილობრივი.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top