გერმანიაში ჟურნალისტიკამ, შესაძლოა, ძალა დაკარგოს

ეს პერსონა

გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ტრენდი გაჩნდა - პოლიტიკოსები ჟურნალისტების საქმიანობას ითავსებენ. ისინი იღებენ ინტერვიუს თავიანთი კოლეგებისგან, ხოლო პარტიების პრესცენტრები ახალ ამბებს წერენ, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ნამდვილ ჟურნალისტიკას, არამედ ზოგადად დემოკრატიას.
„რა საჭიროა ინტერვიუ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებთან, როცა მისი ჩაწერა თავისი ძალებით შეიძლება“, - განაცხადა გერმანიის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ ფრანკ იბერალმა. ექსპერტების აზრით, პოლიტიკოსების ახალი სტრატეგია საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკას, როგორც „მეოთხე ხელისუფლებას“.

2019 წლის დასაწყისში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის ანეგრეტ კრამპ კარენბაუერის პრესსამსახურმა განუცხადა უცხოელ ჟურნალისტებს, რომ შეხვედრა გაიმართება ისეთ ფორმატში, რომლის ფარგლებში მათ არ ექნებათ საშუალება, გამოიყენონ შეხვედრაზე ნათქვამი ციტატები, ასევე გადაიღონ ფოტოები. ჟურნალისტებმა გათქმული პირობები დაიცვეს, მაგრამ პარტიამ ტვიტერზე შეხვედრის უამრავი ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით „ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ასზე მეტ უცხოელ ჟურნალისტთან შეხვედრაზე“.

შემდგომ შეხვედრაზე ჟურნალისტები საერთოდ არ მიიწვიეს, რაც იმით ახსნეს, რომ გაიმართებოდა პირდაპირი ჩართვა. თავად პარტიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი „საკუთარი ფოტოების მესაკუთრეა“ და მას შეუძლია, თვითონაც დაწეროს ახალი ამბები. პოლიტიკოსის განცხადებით, ამ მიმართულებით განვითარდება „თანამედროვე პოლიტიკური კომუნიკაცია“.

შექმნილ სიტუაციას ექსპერტები უწოდებენ „გზავნილების მართვას“. ინფორმაციული ნაკადის გასაკონტროლებლად გერმანული პოლიტიკური პარტიების პრესცენტრებში ახალი ამბების განყოფილებები იქმნება. პირველად ეს შექმნა მემარჯვენე პოპულისტურმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მაშინვე, როგორც კი ის 2017 წლის შემოდგომაზე ბუნდესტაგში შევიდა. ამ გზით პარტიამ გადაწყვიტა, აუაროს კლასიკურ ჟურნალისტებს, ვინც მათი აზრით, ცრუ შთაბეჭდილებას ქმნის „ალტერნატივაზე“.

მემარჯვენე პოპულისტები თავისი შეხედულებების პოპულარიზებისთვის სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ. როგორც კი „ალტერნატივის“ დეპუტატი აქვეყნებს პოსტს, მისი ათასობით გამომწერი ცდილობს პოსტის მაქსიმალურ გავრცელებას.

გერმანიის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის, ფრანკ იბერალის აზრით, აღნიშნული ტენდენცია საფრთხისმომცველია, რადგან „პარტიას შეუძლია ინფორმაციული გზავნილების, მაგრამ არა ნამდვილი ჟურნალისტური ახალი ამბების წერა“. იბერალის თქმით, პარტიების მიერ გამოქვეყნებული მასალები პოლიტიკური ინტერესების მატარებელი არიან, რადგან მათში გამორიცხულია კრიტიკული აზრი, რაც ჟურნალისტიკის ხერხემალია.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top