NATO-საქართველოს წვრთნები შავ ზღვაში განხორციელდება

ეს პერსონა

ბათუმის პორტში ნატოს სამი გემი შემოვა, რომლებიც ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთში (SNMCMG2) შედიან. მანამდე კი, 25 ოქტომბერს ბათუმის პორტს ამერიკული სამხედრო ხომალდი დატოვებს, მას შემდეგ რაც ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს. 

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და სანაპირო დაცვას არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობისათვის. ხვალ ვგეგმავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებას სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს,“ – განაცხადა USS Porter-ის მეთაურმა ქრეიგ ტრენტმა ბათუმის პორტში ჟურნალისტებთან.

შენაერთში შედიან საფლაგმანო ხომალდი ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდები ITS NUMANA (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

წყარო: Newposts
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top