კალიფორნიის ასიათასობით მაცხოვრებელს ელექტროენერგია გაეთიშებათ

ეს პერსონა

კალიფორნიის მოსახლეობას ელექტროენერგია გაეთიშებათ. გადაწყვეტილება ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად მიიღეს. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ კალიფორნიაში ძლიერი ქარი იქნება, საათში 97 კილომეტრამდე სიჩქარით. ეს საკამრისი სიჩქარეა იმისთვის, რომ ქარმა ხის ტოტები ელექტრო გადამცემ ხაზებზე ჩამოამტვრიოს და ტყის ხანძრები გააჩინოს.

კომპანია "სამხრეთ კალიფორნიის ედისონმა" გამოაცხადა, რომ შესაძლოა ენერგია რეგიონში 300 ათას მომხმარებელს გაუთიშოს. კომპანია „სან-დიეგო გეზ ენდ ელექტრიკ“კი ამბობს, რომ, შესაძლოა, გათიშვა მის 20 ათას მომხმარებელს შეეხოს. „პასიფიკ გეზ ენდ ელექტრიკმა“, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიას ემსახურება, თავისი 180 ათასი მომხმარებლისთვის ენერგიის ეტაპობრივი გათიშვა უკვე დაიწყო.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top