სენატორები მარკ ცუკერბერგს პოლიტიკური დეზინფორმაციის გავრცელებას ედავებიან

ეს პერსონა

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი კონგრესში იყო დაბარებული. სადაც მას რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. ეს მისი, რიგით მეორე გამოსვლაა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოში,  ცუკერბერგი რამდენიმე საათის განმავლობაში სენატორების შეკითხვებს პასუხობდა.

მას ედავებიან პოლიტიკური დეზინფორმაციის გავრცელებას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. თუმცა მხოლოდ ეს საკითხი არ წარმოადგენს დავის საბაბს.  გააკრიტიკეს ქსელის პოლიტიკა, იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოწმდება პოლიტიკური რეკლამის შინაარსი. რაც მათი აზრით, ხელს უწყობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა, სამომავლო, მოახლოებულ 2020 არჩევნებზე, რათა კვლავ არ გამეორდეს მსგავსი შემთხვევა.  ხაზი გაესვა, იმას რომ ქსელი ხელს უწყობს რადიკალური ძალებისა მომძლავრებასა და საზოგადოებაში სიძულვილის ენის გავრცელებას.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top