"მე არ მსურს, რომ კვლავ განმეორდეს ის, რაც წარსულში უკვე გადავიტანეთ" - პრინცი ჰარი

ეს პერსონა

ტელეარხმა ITV, ახალი ფილმი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ გამოუშვა. ფილმი სამხრეთ აფრიკაში მათ მოგზაურობას ეხებოდა. სამეფო წყვილი გულწრფელად საუბრობდა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, პრესასთან მათ დამოკიდებულებაზე და ოჯახის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე. მათმა გულახდილობამ მსოფლიო ტაბლოიდების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო.

თუმცა, როგორც ჩანს სამეფო ოჯახის ყველა წევრი არ იზიარებს წყვილის მსგავს გახსნილობას. აღინიშნა ტაბლოდური გამოცემების ზედმეტად დიდი ჩართულობა და დაინტერესება ოჯახის წევრებზე, რაც მეგანის თქმით მისი ორსულობის პერიოდზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

 "მე არ მსურს, რომ კვლავ განმეორდეს ის, რაც წარსულში უკვე გადავიტანეთ." განაცხადა პრინცმა ჰარიმ. აღსანიშნავია, რომ პრინცესა დიანა სწორედ მაშინ დაიღუპა, როცა პაპარაცების თვალთვალს არიდებდა თავს. 

სამეფო წყვილმა ასევე, ისაუბრა შიდა საკითხებზე. ჰარის თქმით, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა უილიამსთან მის ურთიერთობას საფრთხე არასდროს დაემუქრება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top