"საკუთარ ტყავზე გამოვცადე, თუ როგორ შექმნეს ჩემგან ზონდერი" - ნიკა მელია

ეს პერსონა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია, სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას შესახებ წერს და იუბილეს ულოცავს. 

"ბაჩო ახალაიას არ ვიცნობდი. მე რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთე, ის უკვე ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო.

არ დაგიმალავთ, მეც იმ მითების ტყვეობაში ვიყავი, რომელიც მასზე იყო შექმნილი. ეს „მითოლოგია“ ნელ-ნელა ქარწყლდებოდა, მისი მეუღლის უკომპრომისო ბრძოლით, იმ სასამართლო პროცესებით, გამამართლებელი განაჩენებით. ამას დაემატა ისიც, რომ პოლიტიკაში ჩაბმიდან მალევე, მე თვითონაც აღმოვჩნდი „მითოლოგების“ სამიზნეში და საკუთარ ტყავზე გამოვცადე, თუ როგორ შექმნეს ჩემგან ზონდერი. მივხვდი რომ ამ ქვეყანაში, კვამლი არა თუ უცეცხლოდ, უშეშოდაც კი ჩნდება! მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, ბაჩოზე შექმნილი მითებისგან მთლიანად გათავისუფლებული მაშინაც არ ვიყავი, როდესაც მასთან ციხეში შევედი. ის ბიძინა ივანიშვილის ტყვე იყო, მე ჯერაც მასზე, ბაჩოზე შექმნილი მითების ტყვე შევედი და მონსტრის ნაცვლად დამხვდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩემი ასაკის ბიჭი, რომლის ბიოგრაფიაც შეთითხნილი მითების გარდა, უკვე დატვირთული იყო რეალურად ნაკეთები საქმეებით.

უკვე შვიდი წელი ხდება, რაც ის პატიმარია სამარტოო საკანში. უდრეკად და გმირულად უძლებს იმას, რასაც ბევრი 7 თვე, 7 დღეც ვერ გაუძლებდა, ოლიგარქს ბაბაიას დაუძახებდა.

დაბადების დღე მინდა მივულოცო და უბრალოდ ციხის კედლების მალე დატოვება ვუსურვო, თორემ თავისუფლებით ის ახლაც თავისუფალია!", - წერს "ფეისბუქის" გვერდზე მელია. 

0
0
0
2
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top