sputnik_ossetia: საქართველოს პოლიციის არალეგალურმა გამშვებმა პუნქტმა საზღვარზე ვითარების გამწვავება გამოიწვია

ეს პერსონა

გამოცემა sputnik_ossetia "ტვიტერზე" სტატიას აქვეყნებს სათაურით-  "საქართველოს პოლიციის არალეგალური გამშვები პუნქტი, რამაც საზღვარზე ვითარების გამწვავება გამოიწვია, ტექნიკურ შეხვედრებზე ხუთჯერ იქნა განხილული ...".

სტატიაში გამოცემა ე.წ სამხრეთ ოსეთს, როგორც სახელმწიფოს ისე განიხილავს და წერს, რომ დაძაბულობის ესკალაცია, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე, აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც საქართველოს პოლიციამ დაიწყო საგუშაგოს აშენება სოფელ წნელისის მახლობლად. სტატიის მიხედვით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, მოითხოვა, რომ საქართველოს წარმომადგენლებს მოეხსნათ საგუშაგო, მაგრამ ქართული მხარე კომპრომისზე არ წავიდა. გამოცემის თქმით, დე-ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმე დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე და მიიღო ზომები სოფელ წნელისის მიდამოში სასაზღვრო მონაკვეთზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.                                                                               

ცნობისთვის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე, წნელისსა და ჩორჩანაში საოკუპაციო ძალებმა საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობას დაიწყეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. ოკუპანტებმა, მანამდე, 29 აგვისტოს, ქართული ბლოკპოსტის დემონტაჟი მოითხოვეს, რაზეც ოფიციალურმა თბილისმა უარი განაცხადა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top