კვიციანი გოცირიძეს: ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაიმე შევიდეს შენს თავში

ეს პერსონა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს, რეპლიკის საპასუხოდ  მიმართა: "ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაიმე შევიდეს შენს თავში".

 კვიციანი მოსამართლეობის კანდიდატ, ლალი ფაფიაშვილს, კითხვას უსვამდა რა დროსაც, რომან გოცირიძის ხუმრობამ გააღიზიანა: „ბატონო ემზარ, კინო გახსოვთ, ის შავი კაცი ვინ იყო? შერეკილებში რომ არის?”

რომან გოცირიძეს რეპლიკაზე ემზარ კვიციანმა უპასუხა, რომ ამას ის ვერ გაიგებდა, რადგან სამხედრო არ არის:

„შავი კაცი? შენ ამას ვერ გაიგებ ვინ იყო ის შავი კაცი, რადგან შენ სამხედრო არ ხარ, არასდროს დაგიცავს შენი სამშობლო. ამიტომ, ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რამე შევიდეს შენს თავში”.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top