Business insider: ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთი ჩაგრავს საქართველოს და აგრძელებს მისი ტერიტორიების მიტაცებას

ეს პერსონა

ბრიტანელი ჟურნალისტი, ჯონ ჰალტივანგერი, თავის სტატიაში რუსეთ საქართველოს ურთიერთობებს და საოკუპაციო ზოლთან არსებულ სიტუაციას აჯამებს, რომელიც ამერიკულმა გამოცემა Business insider-მა გამოაქვეყნა. 

 „ათწლეულზე მეტი გავიდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შემდეგ, თუმცა რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ჩაგვრას და ნელ-ნელა იტაცებს სულ უფრო მეტ ტერიტორიას ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სადავო საზღვრების გაყოლებაზე“ - წერს ავტორი.

სტატიაში საუბარია ფიზიკურ ბარიერებზეც, რომელიც რეგიონში რუსეთმა და მისმა მოკავშირე ძალებმა სადავო სასაზღვრო ხაზის გაყოლებაზე აღმართა, მათ შორის მავთულხლართი, ღობეები და თხრილები, რითაც, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ სავარგულებს, წყლის რესურსებს, სამლოცველოებს და საგვარეულო სასაფლაოებსაც მოწყვიტა.
სტატიაში ჰალტივანგერი საუბრობს ომის მიზეზებზეც და წერს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მთავარი მიზეზი სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) და აფხაზეთის სადავო ტერიტორიები იყო, რადგან კრემლმა განახორციელა ამ ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარა ამ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.

 „ საქართველო განიხილავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც თავისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილებს და ისევე  როგორც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მიიჩნევს, რომ რუსეთი ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარების რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“, - წერს ჟურნალისტი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top