Business insider: რუსეთის დაშინების ენის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას ნატოს წევრობისკენ

ეს პერსონა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Business insider-ი ჟურნალისტის, ჯონ ჰალტივანგერის ვრცელ სტატიას აქვეყნებს სადაც რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გარდა, საუბარია  საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ავტორი  ამ ჭრილში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ კომენტარებს ურთავს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკული მედიისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში გააკეთა. კერძოდ, გახარიამ განაცხადა,  რომ საქართველო მხოლოდ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერით შეძლებს მშვიდობიანი გზით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

„უკვე წლებია, რაც საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ 2008 წლის მოვლენებმა შეაყოვნა ეს პროცესი. რუსეთიც აგრძელებს გამაფრთხილებელი განცხადებების გაჟღერებას და მიუთითებს, რომ ამან „საშინელი კონფლიქტი“ შეიძლება გამოიწვიოს. რუსეთის დაშინების ენის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას ნატოს წევრობისკენ“ - წერს ჟურნალისტი. 

სტატიაში საუბარია საქართველოს მხარდასაჭერ აქტზეც, რომლის მხარდაჭერითაც აშშ-მ გააჟღერა მკაფიო გზავნილი, რომ იგი მხარს უჭერს ქართველ ხალხს რუსული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top