„რუსეთი არ განსაზღვრავს საქართველოს და რუსეთი ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს“ - გიორგი გახარია

ეს პერსონა

„გახარიას და მისი პარტიის კრიტიკოსები თვლიან, რომ იგი ზედმეტად კომფორტულად გრძნობს თავს კრემლთან მიმართებაში, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადა Insider-თან საუბარში, იგი კატეგორიულად არ ეთანხმება ამ დახასიათებას“ - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი „business insider“-ის სტატიაში და თან ტექსტს ურთავს საქართველოს პრემიერ მინისტრის ციტატას, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ბრძოლის თვალსაზრისით, ახლანდელმა მთავრობამ და პარტიამ მეტი გააკეთა, ვიდრე აქამდე საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა ნებისმიერმა სხვა ძალამ.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ამ პრინციპიდან არასდროს გადაუხვევს, რადგან „რუსეთი არ განსაზღვრავს საქართველოს, და რუსეთი ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს“.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top