საპატრიარქო: კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი

ეს პერსონა

საქართველოს საპატრიარქო ბართლომე ფირცხალაშვილის კომენტარს ეხმაურება, რომელიც არქიმანდრიტმა მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილის მისამართით დაწერა. 

"ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.
მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. 

ცნობისთვის,  არქიმანდრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ შემდეგი კომენტარი დაწერა:  „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top