იორდანელმა ქალმა ფეხბურთელებმა პალესტინელი მეტოქის გარშემო წრე შეკრეს, რათა მას ჰიჯაბი გაესწორებინა - ვიდეო

ეს პერსონა


ხანდახან სპორტულ აზარტზე მეტად ადამიანობა ფასობს. ეს საკუთარ მაგალითზე იორდანელმა ქალმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს. პალესტინასთან მატჩის დროს სპორტსმენი პალესტინელ მეტოქეს შეეხაჯა, რა დროს ჰიჯაბი, ლამის, გადმოუვარდა და თმა გამოუჩნდა. იორდანიის ნაკრების წევრებმა ეს შეამჩნიეს და წრე შეკრეს პალესტინელი ფეხბურთელის გარშემო, რათა მას ჰიჯაბი გაესწორებინა.
თავად იორდანელ ქალ ფეხბურთელებს თავსაბურავი არ ეხურათ.
„აი ესაა პატივისცემა სხვების ადათებისა და წარმოდგენების მიმართ, მაშინაც, როცა ამას არ იზიარებთ. ძალიან გვაკლია ეს თანამედროვე სამყაროში“, - ასე გამოეხმაურა ინციდენტს პოდკასტ „The Collision: Sports and Politics»-ის წარმყვანი ითან ტომასი.
შეხვედრა ანგარიშით 10:1 დასრულდა იორდანელთა სასარგებლოდ.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top