რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფრანგულ გამოცემას „შეურაცხმყოფელი“ გარეკანის გამო უჩივის

ეს პერსონა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფრანგულ ჟურნალ Le Point-ს უჩივის „შეურაცხმყოფელი“ გარეკანის გამო. ერდოღანმა ანკარას პროკურორს მიმართა, სისხლის სამართლის საქმე აღძრას გამოცემის წინააღმდეგ.
ერდოღანის ადვოკატის, ჰუსეინ აიდინის განცხადებით,   Le Point-მა თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი დაარღვია „პრეზიდენტის შეურაცხყოფის შესახებ“.
ცნობისთვის, Le Point-ის 24 ოქტომბრის გარეკანს ერდოღანის გამოსახულებით ერთვის მინაწერი  „L'éradicateur“ ( ლიკვიდატორი). გამოცემის მასალაში ეწერა, რომ  ერდოღანმა სირიაში ქურთების „ეთნიკური წმენდა“ მოაწყო.
თურქეთმა სირიაში სამხედრო მოქმედებები 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარას მტკიცებით, თურქეთის მიზანია სირიასთან საზღვრის გასწვრივ 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც გადაასახლებენ  სირიელ ლტოლვილებს. 
 

#Turkey denunciates Le Point's editor-in-chief, reporter https://t.co/pclbVq0fKM pic.twitter.com/Qy47NaV0NA

— ANADOLU AGENCY (ENG) (@anadoluagency) October 25, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top