დიდ ბრიტანეთში ნაპოვნი 39 გვამის გამო ჩინური მედია ლონდონისგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს

ეს პერსონა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ჩინეთის სამთავრობო მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა. საქმე ეხება ესექსის საგრაფოში სატვირთოს კონტეინერში ნაპოვნი 39 ადამიანის გვამს. დაღუპულები ჩინეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ.
ჩინური ნაციონალისტური გაზეთის,  The Global Times-ის სტატიაში სათაურით „დიდმა ბრიტანეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“ წერია, რომ ლონდონმა  თავი ვერ აარიდა 2000 წლის სცენარს, რომელიც ქალაქ დუვრში განვითარდა. მაშინ კონტეინერში  ჩინეთის 58 მოქალაქის გვამი იპოვეს. 
„წარმოგიდგენიათ, რა ზომებს მიიღებენ ევროპული ქვეყნები, როცა მათი მოქალაქეები ანალოგიური გზით დაიღუპებიან? მოდი, ვკითხავ ბრიტანეთსა და ევროპის  მთავრობას, რატომ ვერ მოახერხეს მსგავსი ტრაგედიისგან თავის არიდება დუვრის  შემდეგ? მიიღეს ყველა სერიოზული ზომა, რაც ჰქონდათ?“,- წერია სტატიაში.
The Global Times-ის რედაქტორმა ჰუ ჰიჯინმა ჩინეთის სოციალურ ქსელ ვეიბოში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შემდეგი კითხვა დასვა - რატომ ხდება მსგავსი ტრაგედიები დიდ ბრიტანეთში და არა ევროპასა თუ აშშ-ში.
ესექსის საგრაფოში ნაპოვნი გვამების ამბავს ჩინურ სოციალურ მედიაში 800 მილიონი ნახვა და 40 000 კომენტარი აქვს და ის შედის 10 ყველაზე განხილვადი თემების სამეულში.  
 სტატიის გამოსვლის დღესვე ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ, დაადგინონ 8 ქალისა და 31 მამაკაცის ვინაობა. ლონდონში ჩინეთის საელჩომ აღნიშნა, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ბრიტანულ პოლიციასთან.
 
 
    
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top