"კონტი ჯგუფი" ანაკლიის პროექტს ტოვებს - კონსორციუმის განმარტება

ეს პერსონა

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" სოციალურ ქსელში ავრცელებს დამატებით განმარტებას "კონტი ჯგუფის" გადაწყვეტილების შესახებ. გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ტრანზაქცია, რომლითაც "კონტი ჯგუფი" უნდა გასულიყო პროექტიდან არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად.

Conti International იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, თუმცა მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კონტი ჯგუფი" ანაკლიის პროექტს აღარ ტოვებდა. მოგვიანებით BM.GE-მ გაავრცელა Conti International-ის წერილი, სადაც განმარტებული იყო, რომ "კონტი ჯგუფს" გადაწყვეტილება არ ჰქონდა შეცვლილი და ის პროექტს ტოვებდა. ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაც" დაადასტურა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top