არიან თუ არა კატები არამეგობრულები?

ეს პერსონა

კატა ერთადერთი ასოციალური ცხოველია, რომლის მოშინაურებას ადამიანმა წარმატებით გაართვა თავი. ვსევდიანდებით, რომ ისე ადვილად ვერ ვუმეგობრდებით კატებს, როგორც ძაღლებს. მაგრამ, იქნებ, რაღაც დაფარული სიგნალები გვეპარება?
ზოგადად, ძაღლებს ბიოლოგიურად არ ძალუძთ ემოციების დამალვა, ამიტომ ისინი საშინელი პოკერის მოთამაშეები იქნებოდნენ. ადამიანებიც უფრო ადვილად ვიჭერთ ძაღლების გუნება-განწყობას, რაც კატებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
„ძაღლების არ იყოს, კატები კომუნიკაციას ახდენენ უფრო სხეულის ენით, ვიდრე ხმაურით. ვფიქრობ, ადამიანებისთვის უფრო ძნელია კატების სხეულის ენის გაგება ძაღლებისგან განსხვავებით. და ეს აუცილებლად კატების ბრალი არაა“, - განაცხადა კრისტინ ვიტალემ, რომელიც კატების ქცევას იკვლევს.
 და მაინც, არიან თუ არა კატები არამეგობრულები?     
პორტსმუტის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ძაღლებს ერთი მარტივი ხრიკი აქვთ, რის გამოც ჩვენ მათთან უფრო ადვილად ვპოულობთ საერთო ენას. აღმოჩნდა, რომ ძაღლებმა ჩვილი ბავშვების მიმიკები აითვისეს, რაც ადამიანებში მათი აღზრდის სურვილს იწვევს. ცვლილება გამოიწვია კუნთის განვითარებამ, რომელიც ზედა წარბს სწევს. „ლეკვის თვალები“ არაა კლიშე, ესაა ევოლუციური ხრიკი ადამიანთა გულების მოსაგებად.
კატებს აღნიშნული კუნთი არ გააჩნიათ, რის შედეგად, ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი ცივად და არამეგობრულად გვიყურებენ. თუმცა , როცა თქვენი კატა ნელა ახამხამებს თქვენდამი მიპყრობილ მზერას, ეს, შესაძლოა, სრულიად სხვა რამეს ნიშნავდეს, მაგალითად, თქვენდამი გამოხატულ სიყვარულს. 
ვიტალეს თქმით, მოდუნებულ კატებს მეტად სურთ მეგობრობა, თუმცა ყველაფერს ისევ ადამიანი აფუჭებს. „ადამიანის მოლოდინები გავლენას ახდენენ ცხოველის ქცევაზე. როცა კატას ვაიძულებთ, მოიქცნენ ძაღლებივით, ვუბიძგებთ ყურადღების მიქცევისკენ, ამით მეტად ვცდილობთ, ავარიდოთ ისინი ბუნებრივი ქცევისგან“, -განაცხადა მკვლევარმა.
 
 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top