რუსეთში, იმიერბაიკალეთის მხარეში, ჯარისკაცმა 8 კოლეგა მოკლა

ეს პერსონა

რუსეთში, იმიერბაიკალეთის მხარეში, ჯარისკაცმა 8 კოლეგა მოკლა. ინცინდენტი სამხედრო განყოფილებაში "54160" მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით დაღუპულთა შორის 2 ოფიცერი, 5 წვევამდელი და 1 კონტრაქტორია. გარდა დაღუპულებისა არის 2 დაშავებული. სამინისტროს თქმით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსროლელი უკვე დაკავებულია, იგი 20 წლის წვევამდელი ჯარისკაცია და გავრცელებული ინფორმაციით მას დაუყოვნებლივ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმებები ჩაუტარდება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top