გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

ეს პერსონა

დღეს, 26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი გახსნის.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა:

  • ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა; 
  • ყველის კერძების მომზადება;
  • ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულების მასტერკლასი;
  • შეჯიბრი ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში, ხინკლის მოხვევავაში; 
  • ქართული ღვინის კუთხე;
  • რეგიონებიდან მოწვეული საუკეთესო კულინარების მასტერკლასი; 
  • კულინარიულ ექსპედიციაში გადაღებული ფოტოების გამოფენა. 

ღონისძიებას მუსიკალურად ადგილობრივი ეთნოანსამბლები, მოწვეული მომღერლები და დიჯეი გააფორმებენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top