მეცნიერების თქმით, გამოიგონეს წამალი, რომელიც ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს

ეს პერსონა

მეცნიერების მტკიცებით ალცჰაიმერის მკურნალობის გარდამტეხ ეტაპზე ვიმყოფებით.  წამალი, სახელად „ადუკანუმაბი“, ვერ კურნავს დემენციას, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ის დაავადების განვითარების ტემპს ანელებს.  
„არ ვიცი, ეს წამალი როგორ მოქმედებს, მაგრამ ჩემი ცოლი ჯერ კიდევ ის ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ის ჯერ კიდევ ის ქალია, ვისზეც 35 წელია დაქორწინებული ვარ და მადლობელი ვარ ამისთვის“, - განაცხადა ჩარმან რობინსონის ქმარმა, ფილიპმა, რომლის მეუღლე „ადუკანუმაბით“ მკურნალობას გადის.
„ადუკანუმაბი“ ტვინში სპეციფიკურ პროტეინს, ამილოიდს უმიზნებს, რომელიც უჯრედების გარშემო გუნდად იკვრება. მეცნიერები განმარტავენ, რომ მედიკამენტის მიზანია განდევნოს ეს „პარაზიტი“ პროტეინი ტვინიდან, რაც, შესაბამისად, დაავადების განვითარების ტემპს შეანელებს.
„ადუკანუმაბის“ მწარმოებელი კომპანიის, Biogen-ის ინფორმაციით, პაციენტებს, ვინც წამალს 18 თვის განმავლობაში იღებს, 23 %-ით უმცირდებათ კოგნიტური ჩამორჩენის რისკი. ეს ეხმარება ალცჰაიმერით დაავადებულ პირებს, შეინარჩუნონ თუნდაც სახლის საქმეების გაკეთების უნარი.
მეცნიერების თქმით, მალევე გაირკვევა კონკრეტულად რა ცვლილებებს იწვევს წამალი. სანამ „ადუკანუმაბს“ ფართოდ გაყიდიან, მისი ეფექტურობა ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ.
 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top