სირიაში თურქეთის შეჭრამ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ხელახალი აღზევება შეიძლება გამოიწვიოს

ეს პერსონა

თურქეთის შეჭრა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ხელახლა აღზევების მიზეზი გახდეს. საქმე ისაა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ანკარამ სამხედრო სპეცოპერაცია ჩაატარა, ქურთების მიერ კონტროლირებული დაკავების ცენტრები და ბანაკები მდებარებს, იქ კი ტერორისტული ორგანიზაციის ათი ათასობით წევრი იხდის სასჯელს. 
თურქეთის სირიაში შეჭრამ ისლამური სახელმწიფოს გაქცეული ლიდერები შთააგონა. მათ დაიფიცეს, რომ გარეთ გამოვლენ, აღადგენენ საკუთარ ძალებს და დასავლეთსა და ქურთებზე   შურს იძიებენ ყველაზე შემაშფოთებელი გზით.
ანკარას მოქმედებების გამო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი წევრი ციხეებიდან გაიქცა. მეტიც, სხვა მომაცემებით, ეს რიცხვი 800-ს აჭარბებს.
სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ „ისლამური საელმწიფოს“ ძირითადად ბირთვს წარმოადგენს ევროპიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, საუდის არაბეთიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული ხალხი.
ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე უმსხვილესი ბანაკიდან, ალ-ჰაულიდან, მიღებული ინფორმაციის თანახმად,   სასიკვდილო განაჩენს ქალი ჯიჰადისტები ასრულებენ, ხოლო ბავშვები  განათლების გარეშე და მუდმივი ძალადობრივი და ექსტრემისტური პროპაგანდის პირობებში იზრდებიან.
„ხალხი ამ ბანაკებში ძალიან ექსტრემისტულად განწყობილია... თუკი ისინი გაიქცევიან, ან მათ მისცემენ შვილების აღზრდის საშუალებას, ამ ბანაკებში, 10 წელიწადში სერიოზული პროლემა შეიქმნება“, - განაცხადა ლონდონის  სამეფო გაერთიანებული მომსახურების ინსტიტურის ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა, მაიკლ სტეფენსმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top