იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ეს პერსონა

იაპონიაში უამინდობამ პრობლემები შექმნა. აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში ქარიშხალს, ძლიერ წვიმას, წყალდიდობასა და მეწყერს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 3 პირი კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. კამოგავაში და ჩიბაში, დაახლოებით, 4 700 საცხოვრებელ სახლს წყალი არ მიეწოდება. 

ცნობისთვის, ორი კვირის წინ იაპონიაში ტაიფუნ "ჰაგიბისს" 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top