მამაკაცს, რომლის მანქანაშიც 39 ცხედარი იპოვეს, მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენეს

ეს პერსონა

ბრიტანელ მამაკაცს, მორის რობინსოს, რომლის სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს, პოლიციამ  მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენა. პოლიცია მას ადამიანებით ვაჭრობაში, არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 39 ადამიანის-31 მამაკაცის და 8 ქალის ცხედარი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის, ჩინეთის და ვიეტნამის მოქალაქეები არიან. 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top