2020 წელს „პრეისტორიული კლდის ხელოვნების კულტურულ მარშრუტს“ საქართველო უმასპინძლებს

ეს პერსონა

2020 წელს საქართველო ევროპის საბჭოს „პრეისტორიული კლდის ხელოვნების კულტურული მარშრუტის“ მე-10 საიუბილეო გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს. ქართველმა მეცნიერებმა შეხვედრის ფარგლებში წარადგინეს პრეზენტაცია კლდის ხელოვნების მიმართულებით საქართველოში დაგეგმილი აქტივობებისა და მიღწევების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება 25 ოქტომბერს იტალიაში, ვალკამონიკაში მიიღეს მარშრუტის მე-9 გენერალურ ანსამბლეაზე, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ესწრებოდა.

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ქვეყნის სახელით, ევროპული უწყების წევრობის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ნორვეგიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველო პრეისტორიული ხელოვნების ევროპული მარშრუტის მე-8 სრულუფლებიანი წევრია.


„პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტში პირველ ეტაპზე საქართველო თრიალეთის (პატარა ხრამი) პეტროგლიფების კომპლექსით წარედგინა.  რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა.

 



 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top