ჩილეში უთანასწორობა მილიონმა ადამიანმა გააპროტესტა

ეს პერსონა

ჩილეს დედაქალაქში, მილიონამდე ადამიანმა მონაწილლეობა მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მიიღო.  დემონსტრანტებმა ხელისუფლებას მოუწოდეს სასწრაფო ზომები მიიღონ ეკონომიკურ უთანასწორობასთან საბრძოლველად.  ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინიერამ განაცხადა, რომ გაიგო პროტესტის მონაწილეთა მოწოდებები.

სანტიაგოში, საპროტესტო ტალღა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო, როცა მთავრობამ მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასახადი გაზარდა. აქციებმა მწვავე ხასიათი მიიღო, გაჩნდა მოროდიერთა დაჯგუფებები, ქალაქის ცენტრში იწვებოდა მაღაზიები. შეტაკებებს  როგორც სამართალდამცავთა, ისე დემონსტრანტების მხრიდან 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 7 ათასი კი დააკავეს.  

მიუხედავად იმისა, რომ ფასის ცვლილება გაუქმდა და ისევ ძველ ტრიფს დაუბრუნდა ავტობუსებისა და მეტროს გადასახადი. აქციები არ შეწყვეტილა.  წინა კვირას კი პრეზიდენტმა, პენსიებისა და შრომის მინიმალური სტანდარტის გაზრდა დააანონსა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი მის გადადგომას ითხოვს. 

 

Chile hoy vive una jornada histórica. La RM es protagonista de una pacífica marcha de cerca de 1 millón de personas que representan el sueño de un Chile nuevo, de forma transversal sin distinción. Más diálogo y marchas pacíficas requiere nuestro país ❤! #ArribaStgo💪 #RMdeTodos pic.twitter.com/RWcLBU67LD

— Karla Rubilar Barahona (@KarlaEnAccion) October 25, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top