რატომ არ უყურებს სერიალ "გვირგვინს" ელიზაბეტ II?

ეს პერსონა

Netflix-ის მიერ გადაღებული სერიალი "გვირგვინი" (The Queen) დედოფალ ელიზაბეტ II-ის ცხოვრებას აღწერს. სერიალის მესამე სეზონის ყურაბა 17 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ფილმის თრეილერები, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, არამხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. 

სერიალის მესამე სეზონში, 1977 წელს განვითარებულ მოვლენებზე იქნება აქცენტი გადატანილი, ერთი მხრივ, მმართველობის 25 წლისთავი, მეორე მხრივ, რთული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები. აღნიშნული სეზონის გამოსვლა, დაემთხვა სამეფო ოჯახში დღეს განვითარებულ მოვლენებს,  სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის კონტრასტი, რაც დედოფალსა და მისი შთამომავლობს შორის არსებობს.

ფილმში დედოფალი თავშეკავებულობის სიმბოლოდ იქცა.

" გრძნობების ჩახშობა - ეს ვალდებულებაა და არა არჩევანი",- ამბობს ელიზაბეტ II ეკრანიდან. მესამე სეზონში, ძირითად ჯგუფში მსახიობები ოლივია კოლმანი და ჰელენ კარტერი მონაწილეობენ.

დედოფლის დამოკიდებულება სერიალის მიმართ არაერთგვაროვანია. ცნობილია, რომ იგი უარს აცხადებს მის ყურებაზე. სწორედ იმ მიზეზით, რომ სცენები ზედმეტად რეალისტურად აღწერს მათი ოჯახის ცხოვრებას. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top