„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს - „როიტერსი“

ეს პერსონა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლულია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსს“ ორმა ერაყულმა საიდუმლო წყარომ აცნობა.
მიღებული ინფორმაციით, ალ-ბაღდადი თავისი დაცვის წევრთან ერთად ქალაქ იდლიბში მოკლეს მას შემდეგ, რაც მისი თავშესაფარი აღმოაჩინეს. მაშინ ის ოჯახის თურქეთის საზღვართან გადაყვანას ცდილობდა.
მანამდე როიტერსმა გაარკვია, რომ ამერიკული სამხედროები აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის სპეცოპერაციას აწარმოებდნენ.
თვითონ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა „რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.
ალ-ბაღდადის მოკვლის შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. კერძოდ, 2017 წლის ივნისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მომაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს ლიდერი“  იყო მოკლული რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიადარტყმების შედეგად. შემდგომში ეს ინფრომაცია არ დადასტურდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top