„მეორე მსოფლიო ომი ბელარუსის ომი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ბევრი უბედურება გადავიტანეთ“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

ეს პერსონა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მეორე მსოფლიო ომზე, რომელსაც რუსეთში დღემდე სამამულო ომად მოიხსენიებენ, განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომი ბელარუსის ომი არ ყოფილა, მაგრამ ის ქვეყნისთვის მძიმე შედეგებით დასრულდა.
„როგორც ხშირად ვამბობ, ყოველთვის ვიღაცის მათრახის ქვეშ ვიყავით. ვიღაც გვიჩიჩინებდა, ვიღაც ცდილობდა, მუხლებზე განსაკუთრებულად ბელარუსი დაეჩოქებინა. ყველა ეს ომი, ჩვენი ომი არ ყოფილა. 1812 წლის სამამულო ომი , როცა ნაპოლეონმა გადაუარა მოსკოვს და უკან გაბრუნდა - ყველაფერი ბელარუსის გავლით მოხდა. ყველაფერი გაძარცვული და გაპარტახებული იყო. 
პირველი მსოფლიო ომის შედეგად ბელარუსისგან ერთი ვიწრო ზოლიღა დარჩა. აღმოსავლეთი გუბერნიების ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მინსკამდე ტერიტორია კი პოლონეთს ერგო, თუ არ ვცდები, რიგის შეთანხმების მიხედვით.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენთან სამამულო ომს რომ ეძახიან, ბელარუსი მთლიანად გააქრეს დედამიწის ზურგიდან. ეს ჩვენი ომები არ ყოფილა, მაგრამ მაინც ბევრი უბედურება გადავიტანეთ. უკანასკნელ ომში მოსახლეობის მესამედი დავკარგეთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ ყაზახური „ჰაბარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top