„მე შენ გშობე და მევე მოგკლავ!“ - რამზან კადიროვი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მოკვლაზე

ეს პერსონა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი  ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელწმიფოს“ ლიდერის,  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის  მოკვლის ამბავს  გამოეხმაურა. სოციალურ პლატფორმა „ტელეგრამზე“ დაწერილ პოსტში მან ცნობილი რუსი მწერლის, ნიკოლოზ გოგოლის რომანიდან „ტარას ბულბადან“ ციტატა მოიყვანა.
„აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ისევ მოკლულია?
თავში მომდის ტარას ბულბას სიტყვები, რომელიც მან ვაჟიშვილ ანდრიას უთხრა: „მე შენ გშობე და მევე მოგკლავ!“.
ბინ ლადენი მკვდარია, ალ-ქაიდა კი ცოცხალი.
ალ-ბაღდადის სიკვდილი დიდად არაფერს არ ცვლის, თუკი ტერორისტებს კარგებად და ცუდებად დავყოფთ.
საჭიროა სირიის სრული გაწმენდა „ისლამური სახელმწიფოსგან“!“, - დაწერა კადიროვმა.
დღეს „როიტერსმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მოკვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.  
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ალ-ბაღდადი თავისი დაცვის წევრთან ერთად ქალაქ იდლიბში მოკლეს მას შემდეგ, რაც მისი თავშესაფარი აღმოაჩინეს. მაშინ ის ოჯახის თურქეთის საზღვართან გადაყვანას ცდილობდა.
თვითონ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა „რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.
ალ-ბაღდადის მოკვლის შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. კერძოდ, 2017 წლის ივნისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მომაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს ლიდერი“  იყო მოკლული რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიადარტყმების შედეგად. შემდგომში ეს ინფრომაცია არ დადასტურდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top